Friday, March 4, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

  სწავლის დასასრულს ჩვენი პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ, მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პრეზენტაციები და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
  ინტელის სწავლება იყო ძალიან პროდუქტიული და პრაქტიკაში გამოსაყენებელი. კარგი იქნება თუ მიღებული ცოდნის დანერგვას შევძლებთ საგაკვეთილო პროცესში და ამით ავამაღლებთ მოსწავლეთა ჩართულობას და სწავლის დონეს.
  საინტერესო იქნება თუ მსგავსი ტრენინგები ჩაუტარდებათ ცალკეული დარგის მასწავლებლებს, რათა მეტი აქცენტის გაკეთება შეძლონ უშუალოდ პროფესიული თვალსაზრისითაც.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, February 27, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ვფიქრობ რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, დავწერეთ სასწავლო პოცედურები, ვის წავლეთ გუგლ-დრაივის ფორმების საშუალებით გამოკითხვის ფორმების შექმნა და ონ-ლაინ გამოკითხვების წარმოება!

გამოკითხვა

გამოკითხვის სანახავად გადადით ბმულზე

Friday, February 26, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეს ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა  სტილზე, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, ვიმუშავეთ ბლოგზე გაჯეტების დამატებაზე, დავსვით შეკითხვა გამოკითხვისთვის.

Sunday, February 21, 2016

პროექტის აქტივობები

პროექტზე მუშაობისას გამოყენებული აქტივობები:
პროექტის დასაწყისში შევქმნი ბუკლეტს და დავურიგებ მოსწავლეებს. მივაწვდი ინფორმაციას პროექტის შინაარსის, მიზნების, აქტივობების, შეფასების შესახებ.
საკითხის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის შესაფასებლად გამოვიყენებ გონებრივი იერიშის მეთოდს და "ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე" სქემას.
საავტორო უფლებების გაცნობის მიზნით ვუჩვენებ პრეზენტაციას, ავუხსნი პროექტზე მუშაობისას რესურსების მოძიების დროს, როგორ უნდა აღრიცხონ გამოყენებული ლიტერატურა. კლასს დავყოფ ხუთ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს დავავალებ ჩამოწეროს ჰაერის კომპონენტები, წვის და ჟანგვის რეაქციები, წარმოადგინონ თავიანთი ხედვა ამ რეაქციების დადებითი და უარყოფითი შედეგების შესახებ, როგორი ჰაერია მათი აზრით თბილისში, გააკეთონ ჩანაწერები დღიურში.
წინასწარ სემუშავებული ფორმის მიხედვით ეტაპობრივად დავაკვირდები მოსწავლეების ჯგუფებში მუშაობას, თანასწორთა უკუკავშირის მეთოდით მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთს, ნასწავლის გააზრების მიზნით დაუსვამენ ერთმანეთს შეკითხვებს, თითოეული ჯგუფი შექმნის სლაიდ შოუს, შეფასების რუბრიკის გამოყენებით შეაფასემენ თავიანთ თავს.
საუკეთესო პრეზენტაციისათვის მოსწავლეები წახალისების მიზნით მიიღებენ ქების სიგელებს. 

Saturday, February 20, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და შევადგინეთ განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა

Friday, February 19, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია


მე ვფიქრობ რომ დღეს ძალიან ნაყოფიერად ვიმუშვეთ. ვისწავლეთ საავტორო უფლებების დასაცავად როგორ მოვიქცეთ,როგორ უნდა ჩავწეროთ სურათების და ტექსტების მისამართები, ვისწავლეთ მათი აღრიცხვა გამოყენებულ ლიტერატურაში.
დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და მისი საპრეზენტაციო ვარიანტი.

Saturday, February 13, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია


მე ვფიქრობ რომ დღეს მნიშვნელოვანი იყო შეფასების სტრატეგიების შესწავლა და თითოეული სტრატეგიიდან შეფასების მეთოდების გამოყენება, წინარე ცოდნის შეფასების სქემის შექმნა და პროექტის ძირიითადი ნაბიჯების განსაზღვრა

Friday, February 12, 2016

მესამე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ,რომ დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი რადგნ ვისწავლე ბლოგის შექმნა,რომელიც დამეხმარე ჩემს შემდგომ მუშობაში, პროექტების დაგეგმვაში და მოსწავლეებთან უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარებაში. თუმცა ამდენი ინფორმაციის დამახსოვრებას როგორ შევძლებ გამოჩნდება შემდგომ პრაქტიკაში.